ამერიკის ხელისუფლება სატელეფონო ზარებისა და ინტერნეტზე თვალთვალის ბრალდებას არ უარყოფს
ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა პროგრამისტმა, რომელიც მოგვიანებით კონტრაქტით ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობდა, კვირას განაცხადა, რომ მან გაამჟღავნა ინფორმაცია დაზვერვის სააგენტოების მიერ სატელეფონო ზარებზე თვალთვალის შესახებ.
29 წლის ედუარდ სნოუდენი პირადად დაუკავშირდა ბრიტანულ გაზეთ "გარდიანს" და ამერიკულ "ვაშინგტონ პოსტს", რომლებმაც შესაბამისად ამ თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს.
სნოუდენი ამჟამად ჰონგ კონგში იმყოფება და აცხადებს, რომ დამალვას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ არასწორი არაფერი გაუკეთებია.
თუმცა, "ვაშინგტონ პოსტთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება დაცულია. აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგს ამერიკასთან ექსტრადიციის ხელშეკრულება 1996 წლის შემდეგ აქვს.
ამერიკის ხელისუფლება ბრალდებას არ უარყოფს და აცხადებს, რომ სატელეფონო ზარებსა და ინტერნეტზე თვალთვალის დროს ზარების ხანგრძლივობას და ადრესატების ნომრებს აკვირდებოდა და არა მათ შინაარს. ობამას გუნდი ასევე ამბობს, რომ ამ სახის ანალიზის წყალობით, რამდენიმე ტერორისტული აქტი იქნა აღკვეთილი.