უსაფრთხო ვებ-სივრცე

უსაფრთხო ვებ-სივრცე

ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ ვებ გვერდზე მათი ყოველგვარი აქტივობა კომპიუტერული პროგრამების სშუალებით ფიქსირდება.

ამ ფენომენს ქცევის მარკეტინგს უწოდებენ. ვებგვერდებს, ინტერნეტ სარეკლამო სააგენტოებს და ინტერნეტ მონაცემთა ბაზების შემგროვებლებს, ყველას გააჩნია ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ისინი მომხმარებლის ყველანაირ ვებ აქტივობას უთვალთვალებენ . ხდება იმის დადგენა თუ რა მოსწონს ამა თუ იმ მომხმარებელს ან ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი ყიდვის სურვილი აქვს მას. პირადი ინფორმაციის დაცვის ცენტრის თანამშრომლის ჯინჯერ მაკოლის განცხადებით:

- ინტერნეტ სარეკლამო სააგენტოები ქმნიან დიდ და კომპლესურ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზას.

შეერთებული შტატები მომხმარებელთა ფედერაციის წევრის სუზან გრანტის თქმით

- მათ ზუსტად იმ პროდუქციის რეკლამა ეგზავნებათ, რომელიც მათ აინტერესებთ.

ვებგვერდები ინტერნეტში მყოფ პირებს ე.წ. „ ქუქის“ უგდებენ. ქუქი ისეთი ტექნოლოგიაა, რომელზე დაწკაპუნებითაც ინტერნეტ სივრცეში ადამინთა გადაადგილების დაფიქსირება ადვილი ხდება. ამ დროს დეტალური ინფორმაცია გროვდება პიროვნებაზე შექმნილ სპეციალურ პროფილში, ხოლო შემდეგ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტ რეკლამირებას ეწევიან, ამ მონაცემებით თავისუფლად სარგებლობა შეუძლიათ.

ინტერაქტიული რეკლამირების ბიუროს წარმომადგენლის მაიკ ზეინსის განცხადებით:

- არსებობს ათასნაირი ინტერნეტ გვერდი სადაც მომხმარებელი ყოველდღიურად შედის. ამასთან ათასობით გამყიდველს თავისი პროდუქციის შეთავაზება სურს. ამ დროს ინტერნეტ ქსელი შუაკაცის როლს თამაშობს.

მსგავს ინტერნეტ აქტივობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს . მათი თქმით ზემოხსენებული ვებგვერდები დიდძალ პირად ინფორმაციას ფლობენ. ინფორმაციას, რომლის გამოაშკარავებაც სავსებით შესაძლებელია. სუზან გრანტის განცხადებით:

- ძალიან ადვილია საფოსტო ინდექსით ან ფინანსური ინფორმაციით ამა თუ ადამინის პირადობის დადგენა>’

როგორც ინფორმაციის დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ჯინჯერ მაკკოლი აცხადებს, სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა მათი მუშაობის სტილი შეცვალა. ახლა თითოეულ მომხმარებლის ვებგვერდზე შესაძლებელია ქუქის ჩაგდება, აქედან კი ინტერნეტ სივრცეში თვალყურის მიდევნება ყველგან სადაც მომხმარებელი გადაადგილდება.

როდესაც ფეისბუქში წევრიანდებით, ნამდვილ სახელს და გვარს წერთ. ეს კი თქვენი მოძებნის ადვილ საშაულებას იძლევა.

ქუქის შემცველი ინფორმაციის მოგროვება სპეციალურ მონაცემთა მომგროვებელ კომპანიებსაც ძალუძთ. ინფორმაცია სპეციალურად შექმნილი მილინობით პროფილის სახით არსებობს. ისინი დახარისხებულ მდგომარეობაში იყიდება სარეკლამო კომპანიებზე.

ოპონენტები თვლიან რომ მსგავსი აქტივობა მომხმარებლის ინტერესებს აზიანებს:

- ყოველგვარი ინფორმაცია გამოაშკარავებულია, თქვენი რასობრივი, ეთნიკური , ფინანსური და სხვა პირადი მონაცემები. ის ადვილი ხელმისაწვდომია , მათი გამოყენება შეუძლიათ თქვენი ინტერესების საზიანოდ.

კომპანიები ირწმუნებიან, რომ ისინი იცავენ პირადი ინფორმაციის გავრცელების ყველა რეგულაციებს, განსაკუთრებით ჯამრთელობისა და ფინანსური კუთხით. სარეკლამო ბიუროს წარმომადგენლის მაიკ ზანეისის თქმით ამისათვის არსებობს სპეციალური ღილაკი , მომხმარებელს შეუძლია ამ ღილაკზე დაწკაპუნებით მოითხოვოს რომ მისი ინფორმაცია აღარ გავრცელდეს სხვა კომპანიებზე. ან კიდევ ერთი გზა, საძიებელ პროგრამაში პირადი ინფორმაციის დაბლოკვის კონტროლია. თუმცა ოპონენტებს ეს ზომები არ აკმაყოფილებთ და მთავრობის მხრიდან ინტერნეტგვერდებზე პირადი ინფორმაციის გაუვრცელებლობის რეგულაციას მოითხოვენ.