დღემდე მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს წარმატებას დედამიწის მეზობელ პლანეტამდე მიღწევაში
ინდოეთმა კოსმოსური ხომალდი გაუშვა მარსის მიმართულებით. ამით ინდოეთი შევა ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებმაც შეძლეს წითელ პლანეტამდე მიღწევა.
ინდოეთის კოსმოსური კვლევის პროგრამის ინფორმაციით, უპილოტო აპარატი გაშვებიდან 44 წუთის შემდეგ გავიდა დედამიწის ორბიტაზე და შეუდგა 300 დღიან მოგზაურობას მარსის მიმართულებით.
„უაღრესად მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ PSLV C 25 მატარებელმა რაკეტამ, მარსის ორბიტაზე გამსვლელი კოსმოსური ხომალდი ზუსტად გაიყვანა დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე... ეს იყო ახალი და რთული მისია.“
დღემდე მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს წარმატებას დედამიწის მეზობელ პლანეტამდე მიღწევაში. მსოფლიოში სხვა მცდელობების ნახევარზე მეტი წარუმატებელი იყო, მათ შორის იაპონიის და ჩინეთის მხრიდან.