ინდოეთის სასამართლო ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციაზე იმსჯელებს

ინდოეთის უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ გადახედავს ბრიტანეთის მმართველობისას მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ინდოეთში კანონი 2013 წელს აღადგინეს. კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალობა „ბუნების კანონების საწინააღმდეგო“ მოვლენად მიიჩნევა და 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღეს სასამართლო აცხადებს, რომ „ბუნების კანონები უცვლელი ფენომენი არ არის და მასთან ერთად იცვლება საზოგადოებრივი მორალი.“

სასამართლოს ამ განცხადებას წინ უძღოდა LGBT-თემის ხუთი აქტივისტის პეტიცია, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო ისინი უწყვეტად შიშის ქვეშ ცხოვრობენ.