დღეს, შეერთებულ შტატებში, იმპიჩმენტის ისტორიული მნიშნეvლობის, საჯარო მოსმენები დაიწყო. კანონმდებლები ეცდებიან დაადგინონ, გამოიყენა თუ არა თანამდებობა პრეზიდენტმა ბოროტად, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
კონგრესის წინაშე, კითხვებს დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ორი ოფიციალური პირი, უილიამ ტეილორი, ამერიკის მთავარი დიპლომატი უკრაინაში და ჯორჯ კენტი, სახელწიფო დეპარტამენტის უკრაინის პოლიტიკის ზედამხედველი, პასუხობენ. ეს ორი დიპლომატი, პირველი პირები არიან, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის კითვებს საჯაროდ პასუხობენ. იმპიჩმენტის მოსმენები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ტეილორი და კენტი, ამ დროდმე, კონგრესის წინაშე, დახურულ კარს მიღმა წარსდგენ. საკუთარ ჩვენებებში, მათ ისაუბრეს საკითხზე, ახორციელბდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს, მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ, გამოძიება დაეწყო, რაც პრეზიდენტს, მომავალი 2020 წლის არჩევნებზე წაადგებოდა.
საიმპიჩმენტო გამოძიება მთავრობის შიგნით, ანონიმური საჩივრით დაიწყო. მომჩივანმა თქვა, რომ შეაშფოთა ზელენსკისადმი ტრამპის თხოვნამ, ბაიდენის გამოძიება ჩაეტარებინათ, რადგან ეს მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი მომავალი წლის არჩევნებისთვის უცხო მთავრობის დახმარებას ეძიებდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საჯარო მოსმენების დაწყებამდე ადრე, საიმპიჩმენტო გამოძიებაზე თავდასხმები განაახლა. ტრამპმა, რომელიც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ხშირად უწოდებს „უნაკლოს“, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება უნდა დასრულდეს და „ანონიმური მომჩივანი, მისი ადვოკატი და კორუმპირებული პოლიტიკოსი [დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ] შიფი, თაღლითობის თემაზე გამოიძიონ!“