გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი

წლევანდელი მაჩვენებლები ადრეული პროგნოზის მოდიფიცირებული ვერსიაა და ზრდის შესუსტებას აფიქსირებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. ზრდის პროგნოზის შესუსტება ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიასა და სხვა განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შესუსტებით არის განპირობებული.

დღეს, სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს ორი მთელი ცხრა მეათედი პროცენტით გაიზრდება, 2014 წელს კი ზრდა სავარაუდოდ სამ მთელ ექვს მეათედ პროცენტს შეადგენს. ორივე მაჩვენებელი ადრეული პროგნოზის მოდიფიცირებული ვერსიაა და ზრდის შესუსტებას აფიქსირებს.

ამ ფონზე, სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა ოლივიერ ბლანშარმა გააკეთა გაფრთხილება, რომ ამერიკის ვალის ზედა ზღვრის გაზრდის გარეშე, რამაც შეერთებული შტატები დეფოლტს უნდა გადაარჩინოს, მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევები დაფიქსირდება.