გლობალურ ეკონომიკას ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდის ერთი წელი ელის, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) სამშაბათს.
IMF-ის პროგნოზით, გლობალური მშპ-ის რეალური ზრდა იქნება 3.2% 2024 და 2025 წლებში, იგივე ტემპით, რაც 2023 წელს. 2024 წლის პროგნოზი იანვარში, 0,1 პროცენტული პუნქტით გადაიხედა, რაც დიდწილად აშშ-ის პროგნოზის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული.
ასევე ნახეთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2024 წლისთვის ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზი აქვს„ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური ეკონომიკა საკმაოდ მდგრადია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 2.7%-ით გაიზრდება, რაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლისთვის მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმებისა და სამომხმარებლო ხარჯების ფონზე, იანვარის პროგნოზს, 2.1%-ს აღემატება. IMF-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2025 წელს 1.9%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ასევე ამაღლებული იყო იანვრის შეფასებით 1.7%-მდე. IMF მოელის, რომ გამკაცრებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დაგვიანებული ეფექტი, აშშ-ის ზრდას 2025 წელს 1.9%-მდე შეანელებს. თუმცა ეს მატებაა იანვრის პროგნოზთან შედარებით, რაც 1.7%-ს შედაგენდა.
მაგრამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესმა პროგნოზებმა აჩვენა მკვეთრი განსხვავებები სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროზონაში, სადაც 2024 წლის ზრდის პროგნოზი შეცვლილი იყო 0,8%-მდე, იანვარის პროგნოზიდან, რომელიც 0,9%-ს შეადგენდა. დიდი ბრიტანეთის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის ასევე გადაიხედა 0,1 პროცენტული პუნქტით, 0,5%-მდე, რადგან ქვეყანა ებრძვის მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და მუდმივად მაღალ ინფლაციას.
ამ ფონზე, მიმომხილველებისთვის მოულოდნელობაა რუსეთის ზრდის პროგნოზი, რომელიც იანვრის პროგნოზიდან, რაც 2,6%-ს შეადგენდა, 3.2%-მდე გაიზარდა.
ანგარიშში ეს ზრდა ნაწილობრივ დაკავშირებულია ნავთობის ექსპორტის მძლავრ შემოსავლებთან, ნავთობის გლობალური ფასების გაზრდის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ფასების ლიმიტის მექანიზმის მიუხედავად. იმავე ანგარიშში, ეს ზრდა ასევე დაკავშირებულია დიდ სახელმწიფო ხარჯებთან და ინვესტიციებთან, რომლებიც დაკავშირებულია ომის წარმოებასთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე გააუმჯობესა რუსეთის 2025 წლის ზრდის პროგნოზი 1,8%-მდე, იანვრის პროგნოზიდან, რომელიც 1,1%-ს შეადგენდა.
ამ მონაცემებით, რუსეთის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად აღემატება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოსალოდნელ ზრდას. ფონდი განმარტაცს, რომ ზრდას ხელს უწყობს ნავთობის ექსპორტის „სტაბილური შენარჩუნება“ და შენარჩუნებული მაღალი სამთავრობო ხარჯები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 190 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მის პროგნოზებსა და შეფასებებს ეყრდნობა ბიზნესები, რათა დაგეგმონ სად განახორციელონ ინვესტიცი. ასევე, ცენტრალური ბანკები, საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.