სავალუტო ფონდის მმართველი გადადგა

სავალუტო ფონდის მმართველი გადადგა

საერთაშრისო სავალუტო ფონდმა ხელმძღვანელის გადადგომის წერილი დღეს დილით გამოქვეყნა. წერილი, რომელიც 18 მაისით არის დათარიღებული, ნიუ იორკში დატყვევებულ სტრაუს-კანს ეკუთვნის და იტყობინება, რომ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი იძულებულია გადადგეს რათა ფონდის რეპუტაცია დაიცვას.

ამასთან, გავლენიანი ეკონომიკური ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას სურს მთელი მისი ენერგია და დრო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას დაუთმოს ნიუ იორკის სასამართლოში სექსუალური ბრალდებების გაბათილების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად საერთაშრისო სავალუტო ფონდს ევროპელი ეკონომისტი უდგას სათავეში, მაშნ როცა მსოფლიო ბანკს ამერიკელი ხელმძღვანელობს. სტრაუს კანის წასვლით იზრდება არა-ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომავალი ზეწოლა და დებატები, რომელიც ფონდის დირექტორად მათი კანდიდატის არჩევას ისახავს მიზნად.