ნიუ-იორკი საიმიგრაციო რეიდების მოლოდინში - გამოცხადებული დეპორტაციების ქრონიკა

"არა რეიდებს" აქცია ნიუ-იორკში

ნიუ-იორკი საიმიგრაციო რეიდების მოლოდინშია. მანამდე კი ქალაქში, რეიდების ჩატარების მომხრე და მოწინააღმდეგე, ორი აქცია გაიმართა.

უსაბუთო იმიგრანტების მხარდამჭერი აქცია, ნიუ-იორკი

აქცია, სადაც ნიუ-იორკელებმა მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილი რეიდები გააპროტესტეს, უზენაესი სასამართლოს შენობასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს არალეგალ იმიგრანტებს და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ანთებული სანთლებით დაუპირისპირდნენ. ისმოდა მოწოდებები, საიმიგრაციო ბანაკების დახურვისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.

საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში

კონტრ აქციაზე კი, რომელიც საპროტესტო აქციის გვერდით მიმდინარეობდა, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები საიმიგრაციო პოლიციას მადლობას უხდიდნენ. ორ აქციას შორის, მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, ადგილზე მობილიზებული იყო ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი.

პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი მხარდამჭერი აქციის მონაწილე, ნიუ-იორკი

პრეზიდენტმა ტრამპმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაბუთო იმიგრანტების დეპორტაციის რეიდები კვირას ჩატარდება. პრეზიდენტის თქმით, არალეგალი იმიგრანტების ნაწილის დეპორტაცია განხორციელდება. სამართალდამრღვევ იმიგრანტებს კი დანაშაულზე პასუხისგება ამერიკაში, ან საკუთარ ქვეყანაში მოუწევთ.

პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი მხარდამჭერების აქცია

საიმიგრაციო რეიდები ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაანონსდა. საიმიგრაციო სამსახურის აღსრულების ბიურო რეიდს ათ ქალაქში ჩაატარებს. მათ შორისაა ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, ჰიუსტონი და ნიუ-იორკი. როგორც ცნობილია, სამიზნე ჯგუფში შედიან ის იმიგრანტებიც, ვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა თუმცა, ამის მიუხედავად მათ ქვეყანა არ დატოვეს. კვირას დაგეგმილი რეიდების ფარგლებში, საშუალოდ, 2000 უსაბუთო იმიგრანტის დაკავებას ელოდებიან.