„მე წმინდანი არ ვარ“ - ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის, ძალაუფლება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შედმეგ, რეფერენდუმის შედეგად დათმოს.

„დიახ, მე წმინდანი არ ვარ, თქვენ იცით ჩემი მკაცრი, უხეში მხარე. მე მარადიული არ ვარ, მაგრამ თუ თქვენ პირველ პრეზიდენტს ჩამოაგდებთ, ყველაფერს დაღუპავთ“ - ლუკაშენკოს ამ სიტყვებს სააგენტო „ბელტა ნიუსი“ ავრცელებს.

ასევე ნახეთ: სანქციები და მხარდაჭერა ბელარუს ხალხს - ევროპა მოქმედებაზე გადადის

ლუკაშენკო ახალი სპარეზიდენტო არჩევნების გამართვას გამორიცხავს. ამბობს, რომ, „ვიდრე მას არ მოკლავენ“ ეს შეუძლებელია. თუმცა, მზად არის ძალაუფლება რეფერენდუმის საფუძველზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გადაანაწილოს.

„ცვლლებები რეფერენდუმის საფუძველზე იქნება. ჩემს კონსტიტუციურ ძალაუფლებს მხოლოდ ამის შემდეგ დავთმობ და არა ზეწოლითა და ქუჩით“ - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

ლიეტვუადან გაკეთებულ მიმართვაში, ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხონოუსკაია აცხადებს, რომ მზად არის ქვეყანა მართოს - „მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა, ვიმოქმედო, როგორც ეროვნულმა ლიდერმა, ამ პერიოდის განმავლობაში“ - აცხადებს ის.

ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახალ აქციებს აანონსებს და ხმების გადათვლას ითხოვს

მანამდე, რუსეთმა ლუკაშენკოს სამხედრო დახმარება შესთავაზა. დემონსტრაციების სისხლიანი დარბევის შემდეგ კი ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების გამო შიშობს.