უნგრეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გაზსა და ნავთობზე, არ შეუერთდება

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს სანქციებს, რომლებიც შეუძლებელს გახდის რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებას უნგრეთში,- განაცხადა სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ზიარტომ.

ყაზახეთში სიტყვით გამოსვლისას, ზიჯარტომ თქვა, რომ რუსული ნავთობის მიწოდება "დრუჟბის" მილსადენით შეადგენდა უნგრეთისთვის საჭირო ნავთობის დაახლოებით 65%-ს და არ არსებობდა ალტერნატიული მიწოდების მარშრუტები, რომლებიც ამას შეცვლიდნენ.

ასევე ნახეთ: კრემლის სარაკეტო იერიში მარიუპოლზე და ევროკავშირის შესაძლო ემბარგო

გასულ კვირას რუსეთმა უკვე შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ეს ქვეყნები უკვე გეგმავდნენ რუსული გაზის გამოყენების შეწყვეტას წლის ბოლომდე და ახლა აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციას. თუმცა, ამ პრეცედენტმა გააჩინა შიში, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის ევროპის გაზზე დამოკიდებული ეკონომიკური ცენტრი, გერმანია, შეიძლება შემდეგი იყოს.