მიგრანტთა გადამყვან პირებს უნგრეთში 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

უნგრეთის სასამართლომ 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმ პირებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარზე არაკანონიერად გადაჰყავდათ. 71 ადამიანი 2015 წელს სატვირთო მანქანაში გაიგუდა.

სასამართლომ ოთხი პირი მკლელობაში დამნაშავედ სცნო.

2015 წლის აგვისტოში სამართალდამცავებმა 59 მამაკაცი, რვა ქალი და ოთხი ბავშვი ავსტრიის ავტოტრასაზე მიტოვებულ სატვირთოში იპოვეს.

გარდაცვლილები ავღანეთიდან, ერაყიდან და სირიიდან იყვნენ.