ტრეფიკინგის პრობლემის დაძლევას აშშ-ის კონგრესი ცდილობს

ტრეფიკინგის მსხვერპლი შანდრა ვოურუნტუ, 20 მაისი, 2014

ტრეფიკინგის მსხვერპლი, შანდრა ვოურუნტუ ოთხშაბათს კონგრესში მივიდა, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების და სხვა სამთავრობო მომსახურების უზრუნველყოფისთვის გაეწია ლობირება. ვოურუნტუ წარმოშობით ინდონეზიიდან არის, სადაც საუნივერსიტეტო განათლება აქვს მიღებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე ფინანსური ანალიტიკოსის გამოცდილებაც შეიძინა. დასაქმება ინდონეზიაში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო დაკარგა, შემდეგ კი ამერიკაში, ყალბი შთაბეჭდილების ქვეშ 2001 წელს ჩამოვიდა იმ იმედით, რომ მას სასტუმროების ქსელში სამუშაო ადგილი ჰქონდა გარანტირებული. ქალი ნიუ იორკის აეროპორტიდან გაიტაცეს და როგორც თავად ამერიკის ხმას უთხრა-სექსუალური მონობა აიძულეს.

“ჩამოსვლის მომენტში ვეღაცამ ფურგონით მომაკითხა, პასპორტი ჩამომართვა, ბილეთიც ჩაიბარა და იმავე დღეს მიწისქვეშა სექსუალურ ბიზნესში აღმოვჩნდი ჩართული.”

ვოურუნტუმ გაქცევა მოახერხა, გამტაცებელი კი ახლა ციხეშია. ინდონეზიელმა ქალმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დამცველებისგან ამის შემდეგ დახმარება მიიღო.

ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ერთხმად იმაღლებენ ხმას აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ. ორპარტიული მხარდაჭერით 5 კანონპროექტი შევიდა კონგრესში, რომლებიც ადგილობრივ და შტატის მთავრობებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრების შექმნას სთავაზობს და ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს მსხვერპლთა გადარჩენას, ასევე მსხვერპლთან, როგორც არა მეძავებთან ურთიერთობას ასწავლის.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი ერიკ კანტორი ამბობს:

“ამ პრობლემას ყველა უნდა ებრძოლოს, და არა მხოლოდ რესპუბლიკელი ან დემოკრატი პოლიტიკოსი. ამერიკამ მომავალ თაობაზე უნდა იზრუნოს. “

კონგრესის წევრს ქაროლინ მალონის ტრეფიკინგთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.

“დედამიწაზე არ არსებობს უფრო მეტად ამაზრზენი დანაშაული, არცერთი სხვა აქტი არ არის ასეთი საზიანო ერისთვის და ინდივიდებისთვის.”

ხუთივე კანონპროექტი, რომლებიც სენატმა უნდა დაამტკიცოს, ასევე ცდილობს გავლენა იქონიოს ადამიანთა ტრეფიკინგიის მოთხოვნის შემცირებაზე. ამას აკეთებს მოსამართლეებისა და პოლიციელების მოწოდებით, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მოზარდები არა როგორც წვრილმანი დამნაშავეები, არამედ როგორც ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი გამოაცხადონ. საშუალოდ, სექს ვაჭრობაში ჩარეული გოგონების ასაკი 13 წელია, ბიჭებისთვის კი საშუალო ასაკი 12 წელს უტოლდება.