"ჰუმან რაითს უოჩი" აზერბაიჯანს ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებს 

"ჰუმან რაითს უოჩი" აზერბაიჯანის ხელისფლების ქმედებებს აკრტიტიკებს და მათ ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებს. 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებები შემაშფოთებელია.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 14 ივლისს გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს აზერბაიჯანის ხელისფლებამ ბრალად ქვეყანაში წესრიგის დარღვევა და გადატრიალების მცდელობა წარუდგინა, სწორედ ამის გამო სპეციალისტები "ჰუმან რაითს უოჩიდან" ფიქრობენ, რომ მთავრობის ქმედებები შემაშფოთებელია.

"აზერბაიჯანში დაპატიმრებების ბოლო ტალღა შეიცავს და მოტივირებულია პოლიტიკური ნიშნით. აზერბაიჯანის მთავრობის ეს ქმედებები დიდ ზიანს აყენებს და განადგურებით ემუქრება მათავარ ოპოზიციურ პარტიას,"- ამბობს ორგანიზაციის ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია.

ორგანიზაცია მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას დროულად მოხდეს დაკავებული ოპოზიციონერების განთავისუფლება და შეწყდეს პოლიტიკური დევნა, აქვე ჰუმან რაითს ვოჩი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება დეტალური შესწავლა 14 ივლისს სამართალდამცავთა ქცევის.

აქცია აზერბაიჯანში 14 ივლისს სომხეთის მიმართ მკაცრი ქმედებების მოთხოვნით გაიმართა. ათასობით აქციის მონაწილე ბაქოში სკანდირებდა "ყარაბაღი ჩვენია" აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, ეს ყველაფერი კი კომენდატის საათის დროს ხდებოდა, აზერბაიჯანში პანდემიის გამო შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს. 14 ივლისს აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაშიც შეიჭრა და შენობა დააზიანეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მომხდარიდან მალევე გაავრცელა განცხადება სადაც მათ მომხდარი ფაქტი როგორც სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა ისე შეაფასეს. სამართალდამცავებმა დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები საერთო ჯამში 80 ადამიანი.

დაკავებულები ამ დრომდე საპყრობილეში რჩებიან, მათი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ დაპატიმრებულებიდან არცერთი არ იყო იმ ჯგუფში რომელიც შეიჭრა აზერბაიჯანის პარლამენტში, რამდენიმე დაკავებული კი საერთოს არ იმყოფებოდა 14 ივლისის აქციაზე.

დაკავებულ ოპოზიციონერებს სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ ადანაშაულებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მან ოპოზიციური პარტიის ლიდერები მტრად გამოაცხადა და მათი ქმედებები მოღალატეობრივად. სიტყვით გამოსვლის დროს ალიევმა თქვა, რომ ის ამ პრობლემას მოაგვარებს.

აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების გამო, რამდენიმე კვირის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთება არის გამოთქმული მთავრობის მიმართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდაჭერების დევნის გამო.