ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ერთი თვის წინ მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით, ეთნიკურ უზბეკებს არაპროპორციულად აპატიმრებენ და აწამებენ.
ორგანიზაციის მკვლევარი ყირგიზეთში, ანა ნეისტატი აცხადებს, რომ ადგილი აქვს წამების გავლენით იძულებით აღიარებებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ გამოძიება ეთნიკურ კონფლიქტს აღვივებს.