ამერიკამ ადამიანის უფლებების ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტანმენტი აცხადებს, რომ ტრეფიკინგი და ადამიანებით ვაჭრობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება. მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად სექსუალური უქსპლოატაციის მსხვერპლი ხდება.

ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეგრეთწოდებული, „თანამედროვე მონობა“ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალს და გოგონას იძულებით პროსტიტუციაში რთავს და ასევე მილიონობით ადამიანს უკიდურესად დაბალი ანაზღაურებით - ან, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ანაზღაურების გარეშე - ამუშავებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ტრეფიკინგი და თანამედროვე მონობა წელიწადში დაახლოებთ 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა. მისი თქმით, წლევანდელი ანგარიში განგაშის ზარი უნდა იყოს და მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა უნდა დაიწყონ.