დღეს, კანადის სასამართლო, „ჰუავეის“ უფროსი ფინანსური ოფიცრის, მენგ ვანჟოუს საქმეზე იმსჯელებს. აშშ-ში ექსტრადირების საქმეზე დავის დასკვნით სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს იმაზე, იყო თუ არა ვანჟოუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული.
49 წლის მენგს HSBC ბანკის შეცდომაში შეყვანა ედება ბრალად, რამაც ბანკის მხრიდან აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების დარღვევა გამოიწვია.
მენგი 2018 წლის დეკემბერში აშშ-ის სასამართლო სანქციის საფუძველზე ვანკუვერის აეროპორტში დააკავეს. მისი საქმის კანადის სასამართლოში წარმოების ფონზე, ის შიდა პატიმრობაში, ვანკუვერის უმდიდრეს უბანში რჩებოდა.
ასევე ნახეთ: ამერიკამ და საქართველომ 5G ქსელის უსაფრთხოების შესახებ მოემორანდუმს მოაწერეს ხელიმენგის ადვოკატები მისი აშშ-ი ესტრადირების წინააღმდეგნი არიან. ისინი აცხადებენ, რომ 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები ნიშნავს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იქნება და სასამართლო პროცესი სამართლიანია რ იქნება.
მენგის დაკავების პოლიტიკურ მოტვებზე საუბრობს „ჰუავეის“ კანადის წარმომადგენლობის ვიცე-პტრეზიდენტი. ალიხან ველში მენგის დაკავებას ადამიანის უფლებათა დარღვევის "მასტერკლასს" უწოდებს.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი აღარ არის, კანადის პროკურატურა აცხადებს, რომ ადვოკატების არგუმენტი აღარ არის აქტუალური.
მენგის დაკავებამ პეკინსა და ოტავას შორი დაძაბულობა გამოიწვია. პეკინმა საპასუხოდ ორი კანადელი დააპატიმრა, რომლებსაც შეზღუდული აქვთ წვდომა იურისტებთან და კანადის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.
მენგის საქმე, სავარაუდოდ, მაისში დასრულდება.