სამარის პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებამ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღძრა. პოლიციელი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე მომუშავე გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, გარკვეული ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის ოფიცერი კირილ ჩუპროვი შინაპატიმრობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას, "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქცია, "RBC report"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალის დამტკიცრბის შემთხვევაში, ჩუპროვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ: ნავალნის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯამოგვიანებით გაჟონილი მონაცემები გამოიყენეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც შეისწავლეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტების თვითმფრინავით ფრენები, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ ნავალნის რამდენიმე წლის განმავლობაში. იქამდე, ვიდრე გასული წლის აგვისტოში, "ნოვიჩოკით" მოწამლავდნენ.
საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება "ბელინგკეტმა", რუსულ მედიასაშუალებასთან, ასევე, "სი-ენ-ენ-თან" და გერმანულ "შპიგელთან" ერთად ჩაატარა.
თავად ნავალნის ახლა 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის გუშინ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.