უკრაინაში რუსული ომისა და ტაივანთან ჩინეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, უზბეკეთში, რამდენიმე საათში ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის დეტალები, მათ შორის განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის. ინფორმაციას, როგორც პეკინი, ასევე კრემლი ასაიდუმლოებს. მოსკოვში მხოლოდ ის თქვეს, რომ ეს „ძალიან მნიშვნელოვანი“ შეხვედრა იქნება.
ასევე ნახეთ: უკრაინამ 20-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნაშეხვედრა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ იმართება, რაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რუსმა და ჩინელმა სამხედროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს. ვლადივასტოკში იმყოფებოდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთში რიგით მესამე ლიდერი ლი ჟანშუ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაძლიერდება.
რუსეთში ყოფნის დროს ჟანშუმ, თქვა რომ ჩინეთს „ესმის და მხარს უჭერს რუსეთს. განსაკუთრებით უკრიანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.“ ეს განცხადება საყურადღებო იყო, რადგან სრულად განსხვავდება ჩინეთის ოფიციალური პირების წარსულში გაკეთებული განცხადებებისგან, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებდა.
Your browser doesn’t support HTML5
შეხვედრა პუტინსა და სი ძინპინს შორის, ჩინეთის პრეზიდენტის ტურნეს ფარგლებში იმართება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინი რამდენიმე აზიურ ქვეყანას ეწვევა და კავშირების გაღრმავებას შეეცდება. ჩინეთის პრეზიდენტი ყაზახეთიდან უზბეკეთში ჩავა.