„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, - ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას“ – საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში წერენ.
„როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ პრობლემას“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს ამერიკის მხარდაჭერსა და გამხნევება სჭირდება.
ონლაინ გამოცემა „The Bulwark”-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში კელი და კრამერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავენ და აფასებენ. დიპლომატები საკუთარ ხედვაზე საუბრობენ, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა, საქართველოში არსებულ კრიზისს.
ასევე ნახეთ: განახლებული მოლაპარაკებები- დანიელსონის მედიაციის მეორე მცდელობა„ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა — მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.
კელი და კრამერი აცხადებნ, რომ ამ ნაბიჯების გადადგიმსთვის, სჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდეს. ამ დროისთვის, უწყებაში მხოლოდ სამი ოფიციალური მაღალი რანგის პირია დამტკიცებული. ჯერ კიდევ არ არის არავინ დამტკიცებული, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის თანამდებობაზე.
თუმცა, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდება, დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ პროცესში კონგრესის წარმომადგენლების უნდა ჩაერთნონ.
ასევე ნახეთ: აშშ, ევროკავშირი კოორდინირებულად იმოქმედებენ რუსეთის აგრესიაზე საქართველოში„კონგრესის წამყვანმა წევრებმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა შეასრულონ დროებითი სპეციალური დესპანის მოვალეობა და დაგეგმონ ოფიციალური ვიზიტი თბილისში“ - აცხადებენიან კელი და კრამერი.
„ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიოული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“ - ნათქვამია საგაზეთო წერილში.