ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პელოსის პრესსამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა პოლ პელოსიზე სან-ფრანცისკოში მოხდა.
„ბატონi პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი, უტარდება ყველა შესაბამისი პროცედურა, ის მალე სრულად გამოჯანმრთელდება,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა.
ცნობილია, რომ დაკავებულია თავდამსხმელი, მისი დაკავება პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმიდან მალევე შეძლეს, თუმცა მოტივი ამ დრომდე ცნობილი არ არის.
უცნობია, როგორ შეძლო უცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში შესვლა, რომელიც მკაცრად კონტროლდება.