წარმომადგენელთა პალატამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საგადასახადო კოდექსში.

კენჭისყრაში რესპუბლიკელებმა საკმაოდ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვეს. ეს მათთვის სერიოზული წინსვლა იყო ერთწლიანი საკანონმდებლო წარუმატებლობების შემდეგ.

პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეკონომიკისა და ბირჟების მაჩვენებლები ძალიან კარგია და რომ საგადასახადო რეფორმა რეალურად დიდ შედეგებს გამოიღებს. მოგვინებით ტრამპმა ასევე დაწერა: „დემოკრატები ასეთი ობსტრუქციონისტები რომ არ იყვნენ და ესმოდეთ შემცირებული გადასახადების ძალა, ჩვენ შევძლებდით ბევრი მათი იდეაც კი გვექცია კანონად.“

თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, დემოკრატების რომელ იდეებზე საუბრობდა.