ჰონკ-კონგელი სტუდენტი, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ფარდულიდან ჩამოვარდა, დაიღუპა. საავადმყოფოს, სადაც ის გარდაიცვალა, დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ჩოუ ცლოკი, 22 წლის სტუდენტი, 4 ნოემბერს, სისხლი გუბეში უგონოდ იპოვეს. იმ ფარდულში, საიდანაც ჩოუ ჩამოვარდა, პოლიციამ ცეცხლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც შენობიდან ნივთებს ისროდნენ.
ჯოშუა ვონგმა, ჰონგ-კონგის პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა სოლიდარობის და სამძიმრის ნიშნად შავი მაისურები ჩაიცვან.
აზიის ფინანსური ცენტრი, ჰონგ-კონგი, ივნისის შემდეგ სამოქალაქო პროტესტშია ჩაძირული, რომელიც ჩინეთში ექსტრადირების უფლების კანონმა გამოიწვია. თუმცა დემონსტრანტების პროტესტი ახლა უკვე დემოკრატიული პროცესის მოთხოვნაში გადაიზარდა. ასევე, დაჭერილი აქტივისტების და პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების გამოძიების მოთხოვნაში.
ჰონგ-კონგს ჩინეთისგან მნიშვნელოვანი ავტონომია აქვს „ერთი მთავრობა, ორი სისტემის“ შეთანხმების თანახმად, რომელიც 1997 წელს დაიდო, როცა ჩინეთმა ტერიტორიაზე კონტროლი დააბრუნა. თუმცა პოლიტიკური აქტივისტები და მიმომხველები ამბობენ, რომ პეკინი ტერიტორიაზე კონტროლის გაზრდას ცდილობს.