ერთი წელი "შარლი ებდოს" ტრაგედიიდან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პატივი მიაგო შარშან ისლამისტი ექსტრემისტების მიერ გაზეთ “შარლი ებოს” რედაქციაზე და კოშერის მაღაზიაზე თავდასხმისას დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას. პრეზიდენტთან და საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად გაზეთის რედაქციის შენობასთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

სატირული გაზეთის რედაქციას თავს შარშან 7 იანვარს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგ გაზეთისადმი სოლიდარობის მასშტაბური აქცია “მე ვარ შარლი” მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან ასი ათასობით ადამიანმა მიიღო.