ამერიკის ხმის კორესპონდენტი პარიზში ლიზა ბრაიანტი რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო საზოგადოების მიერ გაკეთებული რეაქციის შესახებ მოგვითხრობს.
სახელმწფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჰოლბრუკის მიერ წარმართულ მკაფიო და გადამჭრელ დიპლომატიას გამოეხმაურა და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
პაკისტანში, პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ იგი მეგობრად მოიხსენია. ბრუსელში, კი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბატონი ჰოლბრუკი მისი გრძელვადიანი ხედვისა და გადაწყვეტილებისთვის შეაქო.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა ჰოლბრუკს დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების უკან მთავარი ფიგურა უწოდა.
ლიდინგტონი: „რიჩარდ ჰოლბრუკის დიპლომატიამ ომს მოუღო ბოლო. მისი ძალისხმევით არაერთი სიცოცხლე შენარჩუნდა და მშვიდობა დამკვიდრდა ევროპის კონტინენზე. ევროპელები მას ამისთვის ვუმადლით.“
ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ბოსნიელი სერბების ლიდერმა რადოვან კარაძიჩმაც.
ევროპის საგარეო ურგთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსი ენტონი დვორკინი ბევრ პოლიტიკოსს ეთანხმება და აცხადებს, რომ ჰოლბრუკის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ დეიტონის სამშვიდო შეთანხზმების მიღწევა იყო.