FBI აშშ-ის არჩევნებზე ბომბის ცრუ შეტყობინებას რუსეთს უკავშირებს

ბომბის მუქარა, რომელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, რუსული ელექტრონული ფოსტის დომეინებიდან მომდინარეობს, მიმართული იყო საარჩევნო უბნებზე სამ გადამყვეტ შტატზე - ჯორჯია, მიჩიგანი და ვისკონსინი, განაცხადა ფედერალური გამოძიების ბიურომ სამშაბათს.

„ამ დრომდე არცერთი რეალური საფრთხე არ დადგინდა“, - ნათქვამია FBI-ის განცხადებაში. ბიურო დასძენს, რომ არჩევნების მთლიანობა მის უმაღლეს პრიორიტეტებს შორისაა.

სულ მცირე ორი საარჩევნო უბანი, რომელიც იყო ბომბის მუქარის სამიზნე ჯორჯიაში, სამშაბათს მოკლე დროით იქნა ევაკუირებული.

ფულტონის ოლქის ეს ორი ადგილი ხელახლა გაიხსნა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, აცხადებენ ოფიციალური პირები. შტატი ითხოვს სასამართლოს ბრძანებას, რომ გააგრძელოს უბნებზე ხმის მიცემის საათები საღამოს 7 საათის შემდეგ.

ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა მდივანმა, ბრედ რაფენსპერგერმა არჩევნების დღეს ბომბის ცრუ შეტყობინებაში რუსეთის სავარაუდო ჩარევა დაადანაშაულა.

"როგორც ჩანს, ზიანის გამოწვევა სურთ, რომ ჩვენ არ გვქონდეს მშვიდი, სამართლიანი და ზუსტი არჩევნები. და თუ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირებენ, ჩაითვალონ ეს გამარჯვებად", - განუცხადა რაფენსპერგერმა ჟურნალისტებს.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში “როიტერის” მოთხოვნას კომენტარზე, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ამ დრომდე არ უპასუხა.

“როიტერმა” დაუყოვნებლივ ვერ დაადგინა, თუ რამდენი ბომბის მუქარა იქნა მიღებული მიჩიგანსა და ვისკონსინში.

ენ ჯეიკობსმა, ვისკონსინის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ყალბი ბომბის მუქარა გაიგზავნა ორ საარჩევნო უბანზე შტატის დედაქალაქ მედისონში, მაგრამ არ შეუძლია ამას ხელი ხმის მიცემისთვის. ჯეიკობსმა თქვა, რომ არ იცის უკავშირდებოდა თუ არა ეს მუქარა რუსეთს.

FBI-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მხოლოდ ჯორჯიის შტატმა მიიღო ორ ათეულზე მეტი მუქარა, უმეტესობა ფულტონის ოლქში, რომელიც მოიცავს ატლანტას დიდ ნაწილს, რაც დემოკრატიული პარტიის დასაყრდენია.

ასევე ნახეთ: რა უნდა იცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ?

რაფენსპერგერის ოფისის მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურობის პირობით თავისუფლად ისაუბრა, თქვა, რომ ჯორჯიის ბომბის ცრუ შეტყობინება იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან, რომლებიც გამოიყენება რუსების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ აშშ-ს წინა არჩევნებში.

ოფიციალური პირის თქმით, მუქარა გაეგზავნა ამერიკულ მედიას და ორ საარჩევნო უბანს. ”სავარაუდოა, რომ ეს რუსეთია”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მჭიდრო საარჩევნო ბრძოლაში არიან თეთრი სახლის დასაკავებლად. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ვარაუდობს, რომ საარჩევნო რბოლა ძალიან ახლოსაა.

ყალბი ბომბის მუქარა 2024 წლის არჩევნებში რუსების სავარაუდო ჩარევის უახლეს მაგალითს წარმოადგენს.

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს რუსეთი აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, განსაკუთრებით 2016 წლის რბოლაში, რომელიც ტრამპმა დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონის წინააღდეგ მოიგო.