ადამიანის უფლებების და თავისუფლების ბრძოლის დემონსტრაცია რომელიც, 50 წლის წინ ვაშინგტონში გაიმართა წელს ისევ აღნიშნეს
შაბათს ათასობით ადამიანი გამოვიდა ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე 50 წლის წინ გამართული დემონსტრაციის აღსანიშნავად, რომელიც ადამიანის და სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი აქცია იყო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს სოკოლოვსკი მოგვითხრობს.
ცოტა ხმაურიანი, მაგრამ მშვიდობიანი აქცია - რომელიც ბევრი მიზეზის გამო გაიმართა.
აქციაზე სამუშაო ადგილების პრობლემაზე, იარაღის კონტროლზე და რასისტულ თანასწორობაზე საუბრობდნენ.
თუმცა ყველა იქ შეკრებილი ადამიანის მიზანი მაინც 50 წლის წინ ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციის აღნიშვნა იყო, დღე როდესაც სამოქალაქო უფლებების დაცვის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა ამერიკის ისტორიაში საუკეთესო სიტყვა წარმოთქვა.
მარტინ ლუთერ კინგი: ჩემი ოცნებაა რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს.
აქციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გამომსვლელებმა შეკრებილ ადამიანებს ლინკოლნის მემორიალიდან ანუ იმ ადგილიდან მიმართეს, სადაც 50 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი იდგა.
მათ კონგრესმენი ჯონ ლუისი შეუერთდა.
გამომსვლელებს შორის ის 50 წლის წინაც იყო. მისი თქმით, თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება.
მარტინ ლუთერ კინგი: არსებობს ძალა და ადამიანები, რომელთაც წარსულში დაბრუნება სურთ, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან აქამდე მოსასვლელად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ.
მან მაგალითად მოიყვანა უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 1965 წელს მიღებულ ამომრჩეველთა უფლებების აქტს ეხება და იმ კანონის ერთერთ მუხლს აუქმებს. კანონის იმ მუხლის მიხედვით, ზოგიერთ შტატს ეკრძალებოდა დამოუკიდებლად ემოქმედა საარჩევნო რეგულაციის საკითხთან მიმართებაში.
ჯონ ლუისი: ჩემო დებო და ძმებო, ამ გადაწყვეტილებას არ უნდა დავნებდეთ, და არ უნდა მივცეთ უფლება რომ ასე იმოქმედონ.
თუმცა ლუისმა და სხვა გამომსვლელებმაც აღნიშნეს, რომ ბევრი რასისტული უსამართლობა რომელიც მანამდე არსებობდა, უკვე წარსულს ჩაბარდა.
ბევრი ადამიანისთვის ახლა მთავარი განა ის არის, თუ ბოლო 50 წლის განმავლობაში როგორი პროგრესირება განიცადა მათმა უფლებებმა, არამედ თუ რამდენად არის საკმარისი ადამიანის უფლებების დასაცავად ის, თუ რა გაკეთდა.
აქციაზე ამერიკელები ოჯახებით იყვნენ მისული.
მამამ საკუთარ შვილს აჩვენა ის ადგილი, სადაც მარტინ ლუთერ კინგმა 50 წლის წინ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა თავისი სანუკვარი ოცნების შესახებ.
კენდალ ვატსონს სურს, რომ წლების შემდეგ შეეძლოს საკუთარ გოგონას გაახსენოს, რომ ვაშინგტონში გამართულ ისტორიულ დემონსტრაციას ესწრებოდა.
კენდალ ვატსონი: იმედი მაქვს რომ როდესაც ჩემი გოგონა გაიზრდება, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებული იქნება.
ფრენსის მაკე ლაინ შარპი ამბობს, რომ კინგის ოცნება ახდენილად მაშინ ჩაითვლება, როდესაც ადამიანის კანის ფერს საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება.
ფრენსის მაკე ლაინ შარპი: ამაზე არც უნდა იყოს საუბარი, რომ ვიღაცა შავკანიანია და ვიღაცა თეთრკანიანი. უბრალოდ უნდა მიიღო როგორც ადამიანი. ის უფრო სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი ერთად არის შეკრებილი და საკუთარ აზრს გამოხატავს.
თუმცა ბოლოს მომხდარი ფაქტის შემდეგ, როდესაც სასამართლომ ფლორიდაში მცხოვრები თინეიჯერის, ტრეივონ მარტინის მკვლელი გაამართლა, დემონსტრაციის ბევრი მონაწილე მაინც ფიქრობს, რომ რასისტული თანასწორობისთვის ბრძოლა ისევ უნდა გაგრძელდეს.