თბილისის შესასვლელები ჩაკეტილია და მას პოლიციელები აკონტროლებენ

Your browser doesn’t support HTML5

თბილისი ჯერ კიდევ ჩაკეტილი რჩება. გამონაკლისის სახით, 27 და 28 აპრილს დედაქალაქში შესვლა და გამოსვლა ნებადართული იქნება, ისევე როგორც 15 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებში: რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. 29 აპრილიდან ამ ოთხ ქალაქში ვითარება კვლავ 15 აპრილის ნიშნულზე დაბრუნდება.