საქართველოში გამართულ საპროტესტო გამოსვლას და პოლიციის მხრიდან მის ძალისმიერ დაშლას გამოეხმაურა ამერიკის ჰელსინკის კომისიაც. შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატისა და ორივე პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია ამბობს, რომ ქართველ ხალხს არ სურს, “რუსეთის პროვინციად” იქცეს.
“ქართველი ხალხი გავიდა ქუჩებში მშვიდობიანი პროტესტისთვის, თავისი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ევროპული მომავლისთვის. და მას პასუხად დაუპირისპირდა ძალადობა და რეპრესია. ისინი უარს ამბობენ იქცნენ რუსეთის კოლონიად. დადექით ქართველი ხალხის გვერდით!” - განაცხადა 29 ნოემბერს ჰელსინკის კომისიამ.
მომხდარს გამოეხმაურა კონგრესმენი სტივ კოენიც. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველოში „ოცნება კოშმარად იქცა“.