სპეციალური აპლიკაცია პაციენტს მიოკარდიული ინფარქტის დიაგნოზს რამდენიმე წუთში დაუსვამს
მკვლევარებმა აიფონის ექსპერიმენტული აპლიკაცია შექმნეს, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებს გულის შეტევის სასიკვდილო ფორმის დიაგნოზის დადგენასა და ინფორმაციის საავადმყოფოში გადაგზავნაში დაეხმარება. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ქირურგები საავადმყოფოში პაციენტისთვის საოპერაციოს მოამზადებენ.
აიფონის აპლიკაცია სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ პაციენტს მიოკარდიული ინფარქტის ზუსტი დიაგნოზი დაუდგინდეს. ამ შემთხვევის დროს გულის კორონარული არტერია სისხლის შენადედით იბლოკება და გულის მუშაობა ფერხდება. ექიმები ამ დაავადების დიაგნოზურ ტესტირებას ელექტროკარდიოგრამის აპარატით ახდენენ. სპეციალური ელექტრო მოწყობილობა ფურცელზე გულის რიტმსა და არტერიების გამტარიანობას ასახავს.