აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ტყის ხანძრები ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემებს ცეცხლის კვამლი უქმნის.
"Associated Press" - ის ანალიზი აჩვენებს, რომ კვამლის მაღალი კონცენტრაცია, რაც მთავრობის მიერ დადგენილი ჯანდაცვის რისკებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში, 5 შტატის მასშტაბით, რვა მილიონამდე ადამიანს უქმნიდა საფრთხეს.
ორეგონის დიდი ქალაქები ბუნებრივმა კატასტროფამ განსკუთრებით აზარალა. გასულ თვეში იქ ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა, კვამლი დასახლებულ ადგილებში მიმოფანტა.
ასევე ნახეთ: კალიფორნიაში ხანძრები და მათგან გამოწვეული საფრთხე იზრდებასამედიცინო გართულებები მაშინ დაიწყო, როცა პორტლენდის გადაუდებელი დახმარების კლინიკები, დღეში ასობით ვიზიტორს იღებდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი კვამლის გამო კვლავ რისკის ქვეშ იყო.
"ეს ჩემთვის სასტიკი იყო" - აცხადებს ბარბ თროუთი, პორტლენდის სამხრეთით მცხოვრები 64 წლის ქალი. ბარბის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორჯერ დასჭირდა, ასთმური რეაქციის გამო. ის ამბობს, რომ მსგავსი რამ აქამდე არასდროს განუცდია.
პაციენტების უმეტესობას, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ზოგიერთ მათგანში, კვამლი ფილტვების მძიმე დაზიანებას იწვევს.
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის წინასწარი გამოკვლევებისა და ბოლო ხანძრების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის საფუძველზე, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ კალიფორნიაში, 65 წელს გადაცილებული 3000 ადამიანი გარდაიცვალა - აგვისტოს დასაწყისიდან, ექვსი კვირის განმავლობაში, დაკვამლიანების შედეგად. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, ვაშინგტონის შტატში, ხანძრის შედეგად გამოწვეული ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა, ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.