ირანის პრეზიდენტი ფართომასშტაბიან ომზე შიშობს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გამწვავდა

ჰასან როჰანი, ირანის პრეზიდენტი ფართომასშტაბიან ომზე ლაპარაკობს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გამწვავდა. როჰანი აცხადებს, რომ თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ქვეყნების საზღვრებს გასცდა, არ არის გამორიცხული ამ დაპირისპირებამ რეგიონული ომის სახე მიიღოს.

ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლები ქალაქებზე ვრცელდება

ამ საკითხზე ირანის პრეზიდენტის შეშფოთება, ოთხშაბათს, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას გამოთქვა. ჩრდილოეთ ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან მეათე დღეა და უკვე ასობით დაშავებული და დაღუპულია სამხედრო შემადგენლობასა და მშვიდობიან მოსახლეობაში. მთიან ყარაბაღში აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევებმა უკვე დააზიანა მეზობელი ირანის სოფლების კარმიდამოები. შედეგად, დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი.

ირანს საზღვარი აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ორივე ქვეყანასთან თეირანს კარგი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.

ასევე ნახეთ: მთიანი ყარაბაღი - ძველი კონფლიქტი, ახალი გარემოებები - ინტერვიუ პოლ სტრონსკისთან