ისრაელის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ ღაზის სექტორზე იერიშებს. მათ დღეს მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, დაეტოვებინათ ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც პალესტინელთა ანკლავის ჩრდილოეთით მდებარეობს.
პარალელურად, ისრაელის ომი "ჰამასთან" ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. ქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური დრონის განხორციელებული თავდასხმით მოკლეს. 57 წლის არური ბეირუთში ცხოვრობდა. ის "ჰამასის" პირველი პოლიტიკური ლიდერი იყო.
ასევე ნახეთ: ისრაელი ღაზიდან საკუთარი ძალების ნაწილის გაყვანაზე საუბრობსისრაელმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ ერთი დღით ადრე, 2 იანვარს, "ჰამასის" მეთაურის მოადგილე ლიბანის დედაქალაქში მოკლა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალები "მაღალ მზადყოფნაში არიან და მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან".
არურის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის თითქმის სამთვიანი ომის გავრცელება რეგიონში რეალური საფრთხე იყო. მასში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანის და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი.
ისრაელმა ომი ღაზის სექტორში "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო. თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი საპასუხო იერიშების შედეგად, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ხელისუფლების მონაცემებით, 22 000-მდე ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
Your browser doesn’t support HTML5