ჰაიტიში პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს ქვეყნის პრეზიდენტს და პირველ ლედის.
გავრცელებული ოფიციალური ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო პირველი ლედი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„არაადამიანური, ბარბაროსული ქმედება“- ასე შეაფასა მომხდარი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კლოდ ჯოზეფმა და საგამოძიებო ორგანოებს დამნაშავეების დროული გამოვლენისკენ და უმკაცრესად დასჯისკენ მოუწოდა.