ვიცე-პრეზიდენტი ხვალ იარაღთან დაკავშირებულ მოსაზრებებს გაახმოვანებს
ხვალ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში იარაღთან დაკავშირებული ძალადობის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების რეკომენდაციებს წარადგენს. საკითხის აქტუალიზება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი თვის წინ კონექტიკუტის შტატის სკოლაში სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 20 სკოლის მოსწავლე იყო.
ვიცე-პრეზიდენტი უკვე შეხვდა იარაღის ძალადობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, იარაღის დამცველ ორგანიზაციებს და იარაღის აკრძალვის მომხრე ჯგუფებს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საკითხის მოგვარების დაყოვნება არ შეიძლება. პრეზიდენტ ობამას სურს, რომ ახალი ინიციატივები იარაღის თაობაზე 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ გააჟღეროს.