გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, 2001 წლის შემდეგ მსოფლიოში ტერორისტების მიერ 182 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. მონაცემები "ამერიკის ხმამ" კვლევის მიხედვით დააჯამა.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტების მიერ მოკლული მოქალაქეების რაოდენობა დათვლილია 10 ქვეყნის მონაცემით. შერჩეულია ქვეყნები, სადაც ტერორიზმის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
რომელ ქვეყანაზე რა მასშტაბის გავლენა აქვს ტერორისტებს ამას უკვე წლებია ორგანიზაცია "ვიჟენ ოფ ჰუმანითი" იკვლევს და 2014 წლის შემდეგ გლობალური ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშსს ამზადებს.
მომზადებული ანგარიშების მიხედვით, კი ირკვევა, რომ ტერორიზმს მეტნაკლებად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე აქვს გავლენა, მიუხედავად მათი სიდიდისა და სიძლიერისა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ყველაზე დიდი გავლენა ტერორიზმს შემდეგ ქვეყნებზე აქვს:
1. ავღანეთი
2. ერაყი
3. ნიგერია
4. სირია
5.პაკისტანი
6. სომალი
7. ინდოეთი
8.იემენი
9.ფილიპინები
10. კონგო
....
16. თურქეთი; ... 22. ამერიკის შეერთებული შტატები ... 24. უკრაინა... 28. დიდი ბრიტანეთი... 36. საფრანგეთი ... 37. რუსეთი; ხოლო 90-ე პოზიციას საქართველო იკავებს.
წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი, ერთი პუნქტით არის გაუმჯობესებული. თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ ტერორიზმის გავლენა საქართველოზე დაბალია.
ტერორიზმის გავლენა ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის მსოფლიოს 26 ქვეყანაში, რომელიც კვლევის ავტორების თქმით, უსაფრთხოდ არიან მიჩნეულები.
ჩამონათვალში ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, მონღოლეთი, პორტუგალია, ნამიბია და კოსტა რიკა არიან.
ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობით ქვეყნების მიხედვით:
ერაყი - 66, 573 ადამიანი; ავღანეთი 39 344 ; ნიგერია 22 415 ადამიანი; პაკისტანი 17 220 ადამიანი; სირია10 236 ადამიანი; ინდოეთი 8 473 ადამიანი; სომალი 6 602 ადამიანი; იემენი - 4 934 ადამიანი; კონგო- 3 776 ადამიანი ; ფილიპინები- 3 166 ადამიანი.
Your browser doesn’t support HTML5