ბერძნებმა ნიუ-იორკში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ბერძნებმა, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქალაქში მსვლელობა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც ცენტრალური მანჰეტენის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული.

ბერძნები მანჰეტენზე მსვლელობით საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. მსვლელობები იმართება ავსტრალიაშიც, სადაც საბერძნეთის გარეთ ყველაზე მეტი ბერძენი ცხოვრობს.

ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიო და ქალაქის სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

"ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი ბერძენი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მოხარული ვარ რომ დღეს მე თქვენს გვერდით ვდგავარ,"- აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Bill de Blasio

დამოუკიდებლობის დღეს საბერძნეთში 25 მარტს აღნიშნავენ, ასევე, ეს თარიღი ცნობილია, როგორც "ბერძნული რევულუცია" ოსმალების წინააღმდეგ. სწორედ 1821 წელს მიიღეს ბერძნებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია.