პლანეტის მოვლას ამერიკაში ბავშვობიდან აჩვევენ

„ეს მიწა წინაპრებისგან მემკვიდრეობით კი არ მიგვიღია, ჩვენი შვილებისგან გვაქვს ნასესხებიო“ - ამერიკელი ინდიელების ანდაზა

Your browser doesn’t support HTML5

პლანეტა


ამერიკელი ინდიელების ძველი ანდაზა -„ეს მიწა წინაპრებისგან მემკვიდრეობით კი არ მიგვიღია, ჩვენი შვილებისგან გვაქვს ნასესხებიო“- საფუძვლად დაედო ინიციატივას „გოუ გრინ“. როგორ აჩვევს პირველი კლასებიდანვე მწვანეთა მოძრაობა სკოლის მოსწავლეებს დედამიწის მოვლას და გარემოს დაცვას?

„მინდა ნახოთ, რას ვაგროვებთ მეორადი გადამუშავებისთვის. ქაღალდის პროდუქტები ავიღოთ: წიგნები, გაზეთები“.

ინიციატივის „გოუ გრინ“ ერთ-ერთი მიმართულება ნარჩენების მეორადი გადამუშავებაა.

რა ციფრი აწერია რძის ბოთლს?“

„ორი“

„ეს პლასტმასის სახეობაზე მიუთითებს“ - უხსნიან სკოლის მოსწავლეებს.

მაიკ მუნი, მანასას კომუნალური სამსახურიდან, თვლის, რომ ქალაქში სისუფთავის დაცვისთვის ნარჩენების მეორადი გადამუშავების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.

საბოლოო ჯამში სკოლების და მთლიანად ქალაქისთვის 550 საგანგებო ნაგვის კონტეინერი შევიძინეთ, რომლებშიც ნარჩენების მეორადი გადამუშავებისთვის დახარისხება ხდება“ - ყვება მაიკ მუნი.

ეს რეჰანი შარშან დავრგით“ - სენდი ტომპსონი, „გოუ გრინის“ კოორდინატორი, ბავშვებს მიწასთან მუშაობასაც აჩვევს.

„ნარჩენების გადამუშავებას რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ. მაგალითად, ჯარისკაცებისთვის ვაგროვებთ ძველ მობილურ ტელეფონებს, პარკებს და ასე შემდეგ“ - ამბობს სენდი.

ბავშვებს ინიციატივა ძალიან მოსწონთ.

თითოეული ნივთის გადაგდება ჩვენს პლანეტას აბინძურებს“ - ეს მეოთხეკლასელი ლუის დელგადოა.

ინიციატივა ბევრ სხვა საკითხსაც მოიცავს.

„რესურსების გაფრთხილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად წყლის, ან ელექტროენერგიის“ - ეუბნება პატარებს მაიკ მუნი.

ბავშვები ყველაზე მეტად მაინც მებაღეობით ერთობიან.

„თუკი ბავშვები სოფლად, მიწასთან ახლოს არ იზრდებიან, ვერ აფასებენ იმ საკვებს და იმ შრომას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის მოყვანას სჭირდება“ - აღნიშნავს მაიკ მუნი.

სკოლაში ნასწავლი პატარებს შინ სიხარულით მიაქვთ“ - ამბობს სენდი ტომფსონი.

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის სასუქის მომზადების სწავლა. მაგალითად ბანანის ქერქით, ან ვაშლის ნარჩენებით“ - ეს 10 წლის მარია სიბურგია, პატარა გარემოს დამცველი.

აქვე ნარჩენების მეორადი გადამუშავებისთვის საგანგებო კალათი მაქვს. მასში მხოლოდ ქაღალდის ნარჩენებს ვყრით. კვირის ბოლოს კი შეგროვილი ნაგავი უფრო დიდ კონტეინერში გადაგვაქვს“ - ყვება მარია.

სკოლაში მიღებული ცოდნა სახლშიც მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ამბობს მარიას დედა, სიუზან სიბურგი.

სახლში ბავშვები სკოლაში მიღებულ ცოდნას იმყარებენ“ - მშობელსაც მოსწონს მარიას საქციელი და ახალისებს მას.

პატარობიდან თუ მივაჩვიეთ, პლანეტის მოვლის და მასზე პასუხისმგებლობის გრძნობა მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ“ - მიაჩნია მაიკ მუნს.

სწორედ ეს არის ინიციატივა „გოუ გრინის“ მიზანი. ბავშვები დედამიწის გადარჩენაზე ფიქრს და ზრუნვას პატარობიდან იწყებენ და იმედია, მომავალშიც გააგრძელებენ.