საბერძნეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ხანძრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა.
მთავრობისვე ცნობით, ათენის მორგში რამდენიმე ამოუცნობი ცხედარია. მათი დამწვრობის ხარისხი იმდენად მძიმეა, რომ იდენტიფიცირებისთვის დენემეს ანალიზია საჭირო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 300-მდე სახლია განადგურებული ან ძლიერ დაზიანებული.
გუშინ საბერძნეთის პრემიერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.