საბერძნეთი მიესალმება თურქეთის ნაბიჯს, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული დაძაბულობის დეესკალაციას უწყობს ხელს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ანკარამ უფრო მტკიცედ უნდა გამოხატოს საბერძნეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზაობა.
ასევე ნახეთ: თურქული გემი საკუთარ ტერიტორიულ წყლებს დაუბრუნდა„ჩვენი ქვეყანა მიესალმება თურქეთის მიერ დეესკალაციისკენ გადადგმულ პირველ დადებით ნაბიჯს ბოლოდროინდელი დაძაბულობის განსამუხტად,“ თქვა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
პრემიერმა განცხადება ათენში დღეს გააკეთა, სადაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვიზიტით იმყოფება.
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობა მას შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა, რაც თურქეთმა კვიპროსთან ახლოს ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის ასათვისებლად გემები გაგზავნა.
გუშინ კი თურქეთმა საბურღი სამუშაოების საწარმოებლად გაგზავნილი გემი უკან გაიწვია, რომელიც უკვე თურქეთის სანაპიროს დაუბრუნდა.
Your browser doesn’t support HTML5