კუნძულ როდესიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გრძელდება

Your browser doesn’t support HTML5

ევროპის ნაწილი სასიცოცხლო რისკების მქონე, ძლიერი სიცხის ზონაშია მოყოლილი. მძვინვარე ხანძრების გამო, ბერძნულ კუნძულ როდესზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ათენი აცხადებს, რომ მათ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საევაკუაციო ოპერაციის განხორციელება მოუწიათ.