საბერძნეთში მდებარე ეროვნულ გალერეაში პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის ნამუშევრები დააბრუნეს. პიკასოს "ქალის თავი" და მონდრიანის "ქარის წისქვილი" მუზეუმიდან 2012 წელს მოიპარეს.
ასევე ნახეთ: პიკასოს საიუველირო ნაწარმი ნიუ იორკშიპიკასოს ტილო 1939 წლით თარიღდება, მონდრიანის კი კიდევ უფრო ძველია, 1905 წლის. ქურდებმა მაშინ გალერეის სიგნალიზაციის რამდენჯერმე გააქტიურება შეძლეს, რის გამოც დაცვამ სიგნალიზაცია დროებით გამორთო. მოგვიანებით, მუზეუმის მოძრაობის დამაფიქსირებელმა დეტექტორმა მხოლოდ ერთი ქურდი შენიშნა.
ორშაბათს პოლიციამ ათენში 49 წლის ბერძენი მამაკაცი დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ შედევრები მოიპარა. ტილოებს ის ქალაქგარეთ, ტყეში მალავდა. პოლიეთილენის პარკში გახვეული პიკასოს ნახატი ბუჩქების ქვეშ იყო დამალული.