ანგარიში: ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოში გახშირდა

გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, ტერორისტული თავდასხმები მსოფლიოს გარშემო გახშირდა. ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკას გასულ წელს 14.3 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. ორგანიზაციის თქმით, 2011 წლის შემდეგ ყოველწლიური ტერორისტული აქტების რაოდენობა გასამმაგდა. შეფასებულ ქვეყნებს შორის სირია ყველაზე საშიში ქვეყანაა, გამომდინარე შიდა კონფლიქტისა და ტერორიზმის საფრთხისგან. ასევე შემცირდა ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგიც.