გორი —
გორში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში კომუნისტური პარტიის ინიციატივით, სტალინის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.
სტალინის პორტრეტებითა და საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებით მსვლელობა სტალინის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო, სადაც მანამდე პატარა მიტინგი შედგა.
„დღეს გლოვის დღეა და ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი გლოვობს ამ დღეს, როდესაც კაცობრიობის უდიდესი მოღვაწე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა“,- განაცხადა ალეკო ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი კომუნისტების ლიდერმა.