შესაძლოა დამარცხების შემთხვევაში, არც ტრამპმა და არც ბაიდენმა არჩევნების შედეგი არ აღიარონ

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 36 დღის შემდეგ, როდესაც არჩევნების ბედი საბოლოოდ საკვანძო შტატ ფლორიდაში რამდენიმე ასეულმა ხმამ გადაწყვიტა, დემოკრატი კანდიდატი ალ გორი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე ჯორჯ ბუში, ბიულეტენების დათვლის საკითხზე იურიდიულ დავაში ჩაებნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსერვატიული უმრავლესობის მქონე უზენაესმა სასამართლომ ბუშის მხარე დაიჭირა, გორმა დამარცხება აღიარა და მომავალ პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.

ალ გორმა თქვა: “ამ საღამოს, ჩვენი, როგორც ხალხის ერთიანობის და დემოკრატიის ძლიერებისთვის, ჩემგან დათმობას ვთავაზობ.”

2016 წლის არჩევნების ღამეს, ჰილარი კლინტონმა მსგავსი გამაერთიანებელი ტონი გააჟღერა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოულოდნელი გამარჯვება მიულოცა.

“ჩვენ ეს შედეგი უნდა მივიღოთ და შემდეგ მომავალზე ვიფიქროთ. დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება. ჩვენი ვალია მას გავუგოთ და მართვის შანსი მივცეთ.” განაცხადა მაშინ ჰილარი კლინტონმა.

ალ გორმა და ჰილარი კლინტონმა წააგეს ამომრჩეველთა კოლეგიის ოფიციალურ სისტემაში, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ საყოველთაო ხმის მიცემაში გამარჯვების მიუხედავად, ფერმერულ შტატებს მეტი წარმომადგენლობა მისცეს.

წელს, კლინტონმა დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენსურჩია, არავითარ შემთხვევაში წაგება არ აღიაროს, რადგან მოელის, რომ ტრამპის კამპანია გააპროტესტებს ფოსტით და დაუსწრებლად მიცემულ ხმებს, იმ დროს, როდესაც კვლევები მიანიშნებს, რომ მათი უმრავლესობა დემოკრატებისგან იქნება და არა რესპუბლიკელებისგან.

პირველი საპრეზიდენტო დებატების დროს ბაიდენმა თქვა, რომ არჩევნების შედეგს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ ყველა ხმის დათვლის შემდეგ. ამას კი დრო დასჭირდება.

ტრამპმა, რომელიც საპრეზიდენტო გამოკითხვებში ჩამორჩებოდა, არაერთხელ თქვა, რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა არჩევნების შედეგი არ აღიაროს და მიზეზად მოიყვანა დაუდასტურებელი განცხადებები ფოსტით ხმის მიცემით მასიური გაყალბების და დარღვევების შესახებ.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ წაგებული კანდიდატის მიერ შედეგების არ აღიარებას და მხარდამჭერებისთვისაც ასეთივე მოწოდების გაჟღერების შეუძლია საზოგადოებაში დემოკრატიისადმი რწმენა შეასუსტოს.

ასევე ნახეთ: აქციების და არეულობისთვის მზადება ვაშინგტონში და ნიუ-იორკში

რესპუბლიკელი სტრატეგოსი ვიტ აირესი ამბობს, რომ “ხანგრძლივი დავა, შესაძლოა ამერიკული დემოკრატიისადმი ნდობის და შემდეგი პრეზიდენტის ლეგიტიმურობისთვის დიდი ზიანის მომტანი იყოს.”

წელს, პარტიებს შორის ასეთი დაძაბულობის პირობებში, ორივე მხარე შიშობს, რომ მწვავედ კონკურენტულ არჩევნებს, შეუძლია მემარჯვენე ექსტრემისტებსა და რადიკალურ მემარცხენეებს შორის პოლიტიკური ძალადობა გამოიწვიოს.