2 ივნისს დაიწყო და ივნისში რამდენიმე დღე გაგრძელდება მაღალი დონის დისკუსიები ბრიუსელში, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდის ეგიდით მიმდინარეობს.
ეს გერმანიის მარშალის ფონდის მეთხუთმეტე კონფერენციაა და წლევანდელი ღონისძიება პირველად ისტორიაში ვირტუალურად, ონლაინ ტარდება. ფორუმზე სიტყვით ევროპელი ლიდერები, ევროკავშირის და აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები, ანალიტიკოსები და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები გამოვლენ.
კონფერენციაზე მონაწილეები ბევრ მწვავე საკითხს განიხილავენ. მათ შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს, გეოპოლიტიკური დაპირისპირებას, კოვიდ-19 პანდემიას და შიდა პოლიტიკას აშშ-ში.
გამომსვლელებს შორის არიან გავლენიანი ამერიკელი სენატორი კრის მერფი, აშშ-ის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტი პიტ ბუტეჯეჯი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი დევიდ იგნატიუსი, გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტი კარენ დონფრიდი და სხვა.