ვაქცინები და ეკონომიკის ახალი მასტიმულირებული პაკეტები, რომელთა შესახებ პირობა არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადო, გლობალურ ეკონომიკას მისცემს შანსს 2021 წელს პანდემია მნიშვნელოვნად შეარყიოს - ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ პოლიტიკოსებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა განუცხადეს.
ლიდერების ოპტიმისტური პროგნოზი, დროში ემთხვევა მსოფლიო ბანკის მიერ ეკონომიკის ზრდის პროგრესის შემცირების შესახებ გაკეთებულ ანალიზს. ბანკმა, ეს პროგნოზი მას შემდეგ გააკეთა, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ამასთან, უწყება ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროგრამების დაყოვნებამ, შესაძლოა ეკონომიკის სამომავლო გაჯანსაღება შეაფერხოს.
ასევე ნახეთ: "მოდერნა" ერთწლიან იმუნიტეტზე საუბრობსგერმანული საინჟინრო გიგანტის, „Siemens AG“- ის ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ჩინეთია, მაგრამ ოპტიმისტურად უყურებს შეერთებულ შტატებს, სადაც არჩეული პრეზიდენტი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისა და ეკონომიკის სტიმულირების პირობას დებს.
„აშშ-ს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ გონივრული მუშაობის შემთხვევაში, 2021 წლის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით 2022 წელი, ძალიან, ძალიან ძლიერი იყოს“ - აცხადებს „Siemen“ - ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯო კაიზერი.
პანდემიასთან ბრძოლა, რომელმაც გლობალური მასშტაბით 1,9 მილიონი ადამიანი სიცოცხლე შიწირა, ახლა კრიტიკულ ეტაპზე გადავიდა. ახლა ქვეყნები ვაქცინაციის კამპანიას აწარმოებენ, რომლის მიზანი წლის ბოლამდე მოსახლეობის დიდი ნაწილის იმუნიზაციაა.
ასევე ნახეთ: ათობით კომპანია დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას წყვეტსვაშინგტონში ბაზირებულმა მსოფლიო ბანკმა, 2021 წლის ეკონომიკის გლობალური ზრდის პროგნოზი 4,2%-დან 4%-მდე შეამცირა. ბანკში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის დაგვიანების შემთხვევაში, ზრდის პროგნოზი შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.