უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბედერ გინსბურგი, ისტორიის შექმნას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს. ის იქნება პირველი სახელმწიფო მოხელე ქალი, რომლის ცხედარსაც კაპიტოლიუმის ისტორიულ, ძეგლებიან დარბაზში დაასვენებენ.
დახურული სამგლოვიარო ცერემონია, მისი ნათესავებისა და ახლობლებისთის, კაპიტოლიუმში დღეს გაიმართება.
Your browser doesn’t support HTML5
კანონის უზენაესობის სიმბოლოდ ქცეულ გინსბურგს ისტორია მუდამ თან სდევს. მისი სასახლე, იმავე ხის სადგამზე იქნება დასვენებული, რომელზეც პრეზიდენტ ლინკოლნის სასახლე, 1865 წელს, მისი მკვლელობის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, გინსბურგის ხსოვნას პატივი გუშინ, უზენაეს სასამართლოში მიაგეს.
მოსალოდნელია, რომ სამგლოვიარო ცერემონიას, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე დღეს დაესწრებიან.
ცერემონიაზე მიწვეულ სტუმართა სია, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეძღუდულია.
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რუთ ბედერ გინსბურგს მომდევნო კვირაში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ასევე ნახეთ: ტრამპი უზენაესი მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს შეხვდაკაპიტოლიუმის გუმბათიან, მრგვალ დარბაზში, 2005 წელს, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო, როზა პარკსი იყო დასვენებული.
მოსამართლე გინსბურგი, 88 წლის ასაკში, გასულ პარაკსევს გარდაიცვალა. მის 27 წლიანი კარიერა, უზენაეს სასამართლოში, პანკრეასის კიბომ დაასრულა.