გერმანიას ნატოში სიდიდით მეორე შვეულმფრენთა ფლოტი ექნება - საჰაერო ძალების მთავარსარდალი

გერმანიის საჰაერო ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ 60 Chinook-ის ტიპის შვეულმფრენით, ქვეყანას ნატოში შვეულმფრენების სიდიდით მეორე საჰაერო ფლოტი ექნება. ბერლინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ დამატებით შვეულმფრენების შეძენას გეგმავს.

გასულ თვეში, საინფრომაციო სააგენტო “როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია 60 Chinook ტიპის შვეულმფრენს კომპანია "ბოინგისგან" შეისყიდის. გარიგების პაკეტის საერთო ღირებულება 8 მილიარდ ევროს შეადგენს და ასევე მოიცავს აეროპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

ასევე ნახეთ: გერმანია მზად არის, მისი „პატრიოტები“ პოლონეთში წლის ბოლომდე დატოვოს

“ჩვენ ვიქნებით მეორე უმსხვილესი შვეულმფრენების ქვეყანა ნატოში, აშშ-ის შემდეგ“, - განაცხადა პარასკევს, 11 აგვისტოს, გერმანიის საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ინგო გერჰარცმა. მის კომენტარს მედიაქსელი RND ავრცელებს.

მიდივე განცხადებით, თითქმის 50 Chinook ტიპის შვეულმფრენი აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰოლზდორფ/შონევალდეს ობიექტზე განთავსდება, სადაც ასევე განლაგდება დაახლოებით 1000 დამატებითი ჯარისკაცი.

”შონევალდე უნიკალურ საკვანძო როლს შეასრულებს საჰაერო ძალებისთვის, მთელი ბუნდესვერისთვის (გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის) და გერმანიის უსაფრთხოებისთვის,” - თქვა მან.

Your browser doesn’t support HTML5

ახალი ერა გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში