გერმანია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი იმამების წინააღმდეგ

ბერლინსა და ანკარას შორის დაძაბულობა იმ ბრალდებების გამო იზრდება, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში მცხოვრებ მქადაგებლებს, თურქეთი ფეთულა გიულენის მხარდამჭერების მიმართ საჯაშუშოდ იყენებდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს, რეჯებ ტაიპ ერდოღანი გასულ ივლისში, მის წინააღმდეგ დაგეგმილი, ჩაშლილი პუტჩის მოწყობაში ადანაშაულებს.

გასულ კვირაში, გერმანიის პოლიცია იმ ოთხი იმამის სახლში შევიდა, ვინც ფეთულა გიულენის რელიგიური მოძრაობის წევრთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებაშია ეჭვმიტანილი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სასულიერო პირებს, გერმანიაში ჯაშუშობისთვის, გასამრჯელოს თურქეთის მთავრობა უხდის და ეს, სავარაუდოდ, უფრო ფართო საჯაშუშო საქმიანობის ნაწილია, რომელიც სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, მათ შორის მეზობელ ავსტრიაშიც ვრცელდება. ანკარას სასარგებლოდ ჯაშუშობას, იმამები რელიგიურ საფარქვეშ ეწევიან.

ფედერალური პროკურატურის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რეიდების გაგრძელება გამორიცხული არ არის.